Wednesday, April 9, 2014


პროექტის  დასახელება:    Save Henry
პროექტის მნიშვნელობა
· მოსწავლეები  გააცნობიერებენ პრობლემას, რომელიც  შეიძლება მრავალგვარი გზით გადაიჭრას, საჭიროებს ძიებას, ალტერნატივის დაშვებას, იდეების ჩამოყალიბებას. მოსწავლე გამოიყენებს ნასწავლ მასალას, დამოუკიდებლად მოიძიებს ინფორმაციას და პრობლემის გადაჭრის მისეულ ხედვას მიუსადაგებს რეალური ცხოვრების მიზნებს და  მოთხოვნებს.
მიზნები და შედეგები
ლექსიკური მარაგის გამდიდრება;
პრეზენტაციის უნარის განვითარება;
სოციალური უნარ-ჩვევების განვითარება;
უცხო ენაზე საუბრისა და მსჯელობის უნარის განვითარება;
ინფორმაციის მოძიების უნარის განვითარება;
მოძიებული ინფორმაციის დამუშავების, გაანალიზების, და  საჭიროების მიხედვით დახარისხსბის უნარის განვითარება.
პროექტის სრული აღწერა


,,გონებრივი იერიშის'' გამოყენებით მოსწავლეები ირჩევენ პროექტის თემას და  ინაწილებენ ფუნქციებს;
მასწავლებელთან ერთად ადგენენ თუ რა დრო დასჭირდებათ პროექტის განსახორციელებლად, რა რესურსებს გამოიყენებენ, სად მოხდება მოძიება, სათითაოდ იმუშავებენ თუ ჯგუფში;
 მოაწავლეები მოიძიებენ და  აანალიზებენ მოძიებულ მასალას;
 მუშაობა მიმდინარეობს როგორც ინდივიდუალურად , ასევე ჯგუფურად;
 ერთი ჯგუფი მოიპოვებს ინფორმაციას იმ შინაური ცხოველების შესახებ,რომლებიც Pear Tree Farm-  ში  ბინადრობენ  და დაახასიათებენ მათ,
მეორე ჯგუფი დაადგენს თუ რა ზარალი განიცადა ფერმამ ქარიშხლის შედეგად.
 მესამე ჯგუფი ფერმის რეკონსტრუქციის პროექტზე იმუშავებს და ბოლოს ყველა ცალ-ცალკე და შემდეგ ერთად დასახავენ გზებს ჰენრის გადასარჩენად.
ჯგუფი ,რომელიც  ჰენრის გადარჩენის ყველაზე ეფექტურ გზას გამონახავს, გზას, რომელიც სახელმძღვანელოში შემოთავაზებული ვარიანტიდან სრულიად განსხვავებული იქნება და გამორჩეული ორიგინალობით ,   სიმბოლურად დაჯილდოვდება საპრიზო თანხით, რომელიც გადაეცემა  Mr. Oats-s.პროექტის ბოლოს შესრულდება  როლური თამაშები. პირველი ჯგუფი გაითამაშებს ინტერვიუს ჰენრისთან, მეორე ჯგუფი-  Mr. Oats- თან, მესამე ჯგუფი  თანაკლასელებთან ,სადაც თითოეულს ექნება საშუალება გამოხატოს თავისი ემოციები.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ბიოლოგია,  

უცხ.დ.III.11. მოსწავლეს შეუძლია მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობა.

 შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           მოკლედ პასუხობს კითხვებს მისთვის ნაცნობ თემატიკაზე, ან რეაგირებს მათზე არავერბალური საშუალებებით;
·           პასუხობს ზეპირმეტყველებაში ნასწავლი ტექსტის შინაარსის გარშემო დასმულ მარტივ კითხვებზე (მაგ., რა ჰქვია, რა აქვს, როგორია, რას აკეთებს და სხვა).
უცხ.დ.III.14მოსწავლე აქტიურადაა ჩაბმული სასწავლო პროცესში.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ცდილობს დასმული ამოცანების გადაჭრა;
·           მიუთითებს ზოგიერთი ნაკლის გამოსწორების შესაძლო გზებს (მაგ., როგორ მოიქცეს, რომ აღარ დარჩეს შინ სასწავლო ნივთები) და ცდილობს მათ გამოსწორებას;
·           ხვდება და აღნიშნავს საკუთარ შეცდომებს;
·           სვამს შეკითხვებს და ითხოვს დახმარებას, როდესაც სიძნელეებს აწყდება;
·           ცდილობს, შეავსოს თვითშეფასების მარტივი სქემები.


როექტის  შესაძლო აქტივობები:
 მასალის მოძიება;
 ინტერნეტში მოძიებული მასალების  გამოყენებით პრეზენტაციის მოწყობა;
 კედლის გაზეთის გამოშვება
როლური თამაშები
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას
 ვიდეომასალა;
გამოფენა;
 კედლის გაზეთი;
 პრეზენტაცია.
მონაწილეთა ასაკი:
10-11 წელი, 180 - საჯარო სკოლა, 5 კლასი
ვადები და ხანგრძლივიბა
ერთი კვირა
სამუშაო ენა: ინგლისური
პროექტის ავტორი: მარინე ლევიძე

ავტორის ელფოსტა ;  levidzemarine @gmail.com


შეფასების სქემა
შეფასების კრიტერიუმები
ქულა
 მონაწილეობას იღებს პროექტის თემის  შერჩევაში, ასაბუთებს თემის აქტუალურობას
 სასწავლო პროექტზე მუშაობის პროცესში  ეძებს საინტერესო მასალებს, აგროვებს და ახარისხებს ინფორმაციას,  ქმნის   თვალსაჩინოებას თანამედროვე ტექნოლოგიების  გამოყენებით და  აკეთებს   პრეზენტაციას
ფლობს საკომუნიკაციო უნარებს , მუშაობის პროცესში ჩანს მისი კრიტიკული  და შემოქმედებითი აზროვნება ;
აქტიურად არის ჩართული სამუშაო პროცესში,  ფლობს ჯგუფური მუშაობის უნარებს
მოკვლეულ   მასალას  ადარებს წინარე  ცოდნას  და  ასაბუთებს ახლის  აქტუალურობას;
  საკუთარ გამოცდილებას  უზიარებს  გუნდის წევრებს,  მათთან ერთად ქმნის  რესურსს , შეხვედრების დროს აქტიურად არის ჩართული დისკუსიაში
























პრეზენტაციის შეფასების სქემა

 
1
Criteria of evaluation
high
average
low
2
Accuracy and relevance



3
Fluency



4
Intonation, sounds, stresses



5
Computer skills



6
Time limit



















 ჯგუფური  მუშაობის  შეფასების   სქემა

Criteria of evaluation
high
average
low
1
Task fulfilment



2
Fluency



3
Involvement



4
Visual means



5
Time limit




















                                                                      თვითშეფასება

კრიტერიუმები
შეფასება/1,2,3/
1
გაკვეთილის მიზანი გასაგები,კონკრეტული და რეალისტური იყო

2
დაგეგმილი აქტივობები ემსახურებოდა მიზნის მიღწევას

3
მოსწავლეთა ორგანიზების ფორმა ხელს უწყობდა მიზნის მიღწევას

4
გამოყენებული რესურსები იწვევდა მოსწავლეების მოტივაციას და უზრუნველყოფდა მათ მაქსიმალურ ჩართულობას გაკვეთილზე

5
გათვალისწინებული იყო  მოსწავლეთა ინტერესები და შესაძლებლობები

6
გაკვეთილზე შექმნილი იყო ჯანსაღი , საქმიანი, კონკურენტული ატმოსფერო

7
მოსწავლეთა გადანაწილება ჯგუფში მოვახდინე დემოკრატიულად

8
საწინაარმდეგი აზრის გამოხატვა არ იწვევდა მოსწავლეთა შორის გაღიზიანებასა თუ უსიამოვნებას

9
ყველა მოსწავლის მიმართ თანაბარ ყურადღებას ვიჩენდი 

10
ყველა მოსწავლე იყო ჩაბმული საგაკვეთილო პროცესში

11
მოსწავლეებს მივეცი საშუალება თავისუფლად გამოეთქვათ საკუთარი აზრი

12
სწორად გავანაწილე დრო  გაკვეთილის მსვლელობისას

13
სწორად მქონდა შერჩეული აქტივობები და მეთოდი

14
მოაწავლეებს ვაძლევდი დროს პასუხის გასაცემად

15
გაკვეთილზე  ვიყავი  დინჯი  და დამაჯერებელი 

16
ბგერებს მკაფიოდ და გასაგებად   გამოვთქვამდი 

17
ჩემი ხმის ტემბრი, ტონალობა არ იწვევდა მოსწავლის გაღიზიანებას

18
რა არ მომეწონა

19
რას გავაკეთბდი სხვა დროს სხვანაირად